среда, 3 июня 2015 г.

ძ ვ ე ლ ი თ ე ლ ა ვ ი

   თელავი საქართველოს ქალაქებიდან ერთ-ერთი უძველესია.
   თელავი, არაბული სახელწოდებით "თებლა" , მოხსენებულია Xს-ის არაბი გეოგრაფის ალ-მუყადასის თხზულებაში.მისი გადმოცემით არანში, ბარდავთან შემდეგი ქალაქებია : თბილისი,კალა,ხუნანი,შამქორი,განჯაბერდიჯი,შამახია,შარვანი,ბაქო,შაბირანი,ბაბელ,კაბალა,შაქქი,მალაზკერდი და თებლა. ძეგლის გამომცემელი კარაულოვი შენიშვნაში განმარტავს, რომ თებლა არის თელავი. ალ-მუყადასის აღწერით თელავი იმ სავაჭრო გზაზე მდებარეობს,რომლითაც ჰუვეიდან (აზერბაიჯანი) შეიძლებოდა მისვლა თბილისამდე,იქედან-თელავამდე,ხოლო თელავიდან შაქამდე და ლაქზანამდე ორი გადასასვლელი იყო.ამავე ავტორის ცობით, თელავი აყვავებული ქალაქია,სადაც მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანები არიან.
      თელავში უძველესი ნამოსახლარი აღმოჩნდა ზუზუმბოს გორაზე. "ზუზუმბოს გორა " მდებარეობს ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში,წარმოადგენს  ოვალურ ბორცვს და დასახლებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანიდან.იგი წარმოადგენს ბუნებრივად შემაღლებულსა და ოვალურად მოყვანილ ზეგანს,რომელსაც სამი მხრიდან ფლატე ნაპირი აქვს,ხოლო მეოთხე მხარე ხელოვნური თხრილითაა გამოყოფილი.აქ აღმოჩენილ ნივთებს შორის საყურადღებოა:რკინისმასრაგახსნილი შუბის პირი,ბრინჯაოს რგოლები, რკინის სამაჯურები, ცალყურა ქოთანი, ჯამის ნატეხები და სხვა.ზუზუმბოს გორაზე ამ მასალის შემცველ კულტურულფენას ზედ ადევს შუაფეოდალური ხანის ნამოსახლარი  ფენები,რაც ხშირად გვხვდება კახეთის ძეგლების შესწავლის დროს.
     თელავის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშიშვილების ციხეები.
     პირველი აგებულია 1743 წელს  ბაზიერთუხუცესის ზაალ ვახვახიშვილის მიერ.ამჟამად შემორჩენილია ციხის მხოლოდ კუთხის ბურჯები და კედლის ნაწილი.ვახვახიშვილების სახელთანაა დაკავშირებული მარანიც,რომელიც ამჟამად სასტუმრო "კახეთის" სადეგუსტაციო მიწისქვეშა დარბაზს წარმოადგენს.
  
       ყორჩიბაშიშვილების სასახლე მდებარეობს ე.წ. ღვთაების ბორცვზე,აგებულია მე-17 საუკუნეში,შემორჩენილია რამდენიმე ბურჯი და სამხრეთის კედლის ფრაგმენტი.
"ძველი გალავანი" თელავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მჭიდროდ  დასახლებული უბანია;მოქცეულია მაწანწრისა და თელავის ხევებს შორის,მოიცავს "ყადორის ბორცვს" და მის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას ცივ-გომბორის მთის კალთებამდე.არქეოლოგიური გათხრის შედეგად გაირკვა, რომ იგი ინტენსიურად ყოფილა დასახლებული შუა საუკუნეებში.მის დასავლეთ ნაწილში დღესაც არის შემორჩენილი X-XIსს.ციხე-გალავნის ნაშთი და XVI-XVIIIსს. ეკლესია.
       
          "ბატონის ციხე" ქალაქის ცენტრალურ უბანს წარმოადგენს. XVII-XVIII სს. აქ აშენდა კახეთის მეფეთა სასახლის კომპლექსი და იგი ქალაქის საქმიან ცენტრად იქცა.
   "ფიქრის გორა " და "ნადიკვარი" ქალაქის ჩამკეტი უბანია აღმოსავლეთის მხრიდან.გზის მშენებლობის დროს აქ თავი იჩინა შუაფეოდალური ხანის სამარხეულმა ნაშთმა. "ფიქრის გორაზე" შემორჩენილია XVIII ს. ციხე-სიმაგრის ნანგრევები,რომელიც თავად ვახვახიშვილებს ეკუთვნოდათ.
         
          "აჩინებული" ქალაქის განაპირა უბანია ჩრდილო-დასავლეთით,აქ აღმოჩნდა ადრეფეოდალური ხანის სამაროვნის ნაშთი.
          წყაროებში მოხსენებულია "თელავის ბაზარი", რომელიც შედგებოდა სამრიგად  ჩამწკრივებული სავაჭრო-სახელოსნო დუქნებისაგან.ბაზარი მდებარეობდა "ბატონის ციხის" დასავლეთ კარიბჭის წინა მოედანზე.   
   ქალაქში იყო ორი აბანო:მეფეთა კარის აბანო,რომელიც "ბატონის ციხის" გალავანს შიგნითაა აშენებული და ქალაქის აბანო,რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.იგი ერთ სართულიანი შენობაა შვიდი განყოფილებით.
           ქალაქის ცალკე გამოყოფილი იყო ხელოსანთა უბანი,რომელიც "ძველ გალავანში" მდებარეობდა.ის ადგილი დღესაც ცნობილია "დაბახანების" სახელწოდებით.იქვე,ყადორის ბორცვზე კი გაშენებული იყო სალხინო ბაღები და საამქრო ნაგებობანი.ძირითადად ქალაქის ამ უბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ქალაქის ისტორიის დადგენა.
               
        ძირითადად ქალაქის ამ უბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი ქალაქის ისტორიის დადგენა.
           
.